სამომხმარებლო შეთანხმება

აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას Iam.Ge სერვისის ადმინისტრაციასა და სერვისის მომხმარებლებს შორის ტექსტური, ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალის განთავსებასთან დაკავშირებით.

1. სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია Iam.Ge -ს ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც საიტზე განსათავსებლად გამოგზავნის ერთ ან რამდენიმე ტექსტური, ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალას.

Iam.Ge -ს ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ Iam.Ge სერვისს.

2. მიუხედავად იმისა, რომ Iam.Ge -ს ადმინისტრაცია ეცდება აცნობოს მოხმარებლებს შეთანხმებაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების და გაფრთხილების გარეშე. შესაბამისად, სერვისის გამოყენებისას იხელმძღვანელეთ სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსიით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოხმარებლისათვის შემდეგ ბმულზე: https://iam.ge/page/terms-of-service

3. Iam.Ge შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც მომხმარებლებს მესამე პირთა ვებსაიტებზე გადაამისამართებს. Iam.Ge არ არის პასუხისმგებელი ამგვარი ვებსაიტების შინაარსზე, მათ მიერ შემოთავაზებულ სერვისსა და მათ სამოხმარებლო შეთანხმებაზე. შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულებაა საიტის დატოვებისას ყურადღება მიაქციოს და გაეცნოს მესამე მხარის სამომხმარებლო შეთანხმებასა და მოხმარების წესებს.

4. იმისათვის რომ ისარგებლოთ Iam.Ge-ს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისით, მოხმარებელმა უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.

4.1 დაუშვებელია სხვა მომხმარებლის ანგარიშის ნებართვის გარეშე გამოყენება. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს Iam.Ge-ს ადმინსიტრაციას მისი ანგარიშის სხვა პირის მიერ უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში.

5. Iam.Ge-ს მომხმარებელს უფლება აქვს ატვირთოს ტექსტური, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მასალა, რომელიც აკმაყოფილებს სამოხმარებლო შეთანხმებით განსაზღვრულ მორალურ (5.1.) და ტექნიკურ პარამეტრებს და არ არღვევს საავტორო უფლებებს (5.3.), ასევე ეთანხმება Iam.Ge-ს მოხმარების წესებს.

გადმოგზავნილი ინფორმაცია განთავსდება საიტზე იმ შემთხვევაში, თუ ავტორი გადმოაგზავნის მათ მოცემული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ადმინისტრაციას უფლება აქვს არ განათავსოს გადმოგზავნილი ინფორმაცია, თუ ის არ პასუხობს მოცემულ მოთხოვნებს.

ინფორმაცია განთავსდება საიტზე სამომხმარებლო ინტერფეისით ჩატვირთვის გზით. ადმინისტრაციას აქვს უფლება უარი უთხრას მომხმარებელს ტექსტური, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მასალის განთავსებაზე, აგრეთვე, ამოიღოს მოწოდებული ტექსტური, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მასალა საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების მოთხოვნებს. ამავე დროს, ადმინისტრაცია ვალდებული არაა შეატყობინოს ავტორს უარის მიზეზი.

ადმინისტრაცია ცდილობს უზრუნველყოს საიტის შეუფერხებელი მუშაობა, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ განთავსებული ტექსტური, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მასალის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის, აგრეთვე, არასაკმარისი ხარისხისა თუ მომსახურების შეფერხების შემთხვევაში.

5.1 მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს:

არაკანონიერ, მავნებლურ, მუქარის შემცველ, ზნეობის, პატივისა და ღირსების, მესამე პირთა უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ მასალებს, მასალებს, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს, ეწევიან ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, სოციალური ნიშნით, ხელს უწყობენ რელიგიური, რასობრივი ან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას, შეიცავენ ძალადობის ან ცხოველების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების სცენებს და ა.შ.

უმცირესობათა უფლებების შელახვას;

საკუთარი თავის სხვა ადამიანად ან უსაფუძვლოდ რაიმე ორგანიზაციისა თუ საზოგადოების წევრად, მათ შორის, Iam.Ge-ს თანამშრომლად, Iam.Ge-ს მფლობელად წარმოდგენას, აგრეთვე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას რაიმე სუბიექტების ან ობიექტების თვისებებსა და დახასიათებებთან დაკავშირებით;

მასალებს, რომლების გამოქვეყნების უფლება არა აქვს მომხმარებელს კანონისა თუ რაიმე საკონტრაქტო შეთანხმების ძალით;
მასალებს, რომლებიც შეხებაშია რაიმე პატენტთან, სავაჭრო მარკასთან, კომერციულ საიდუმლოებასთან, კოპირაიტთან ან მესამე მხარის სხვა კანონიერ საკუთრებასთან თუ საავტორო და მასთან მიახლოებულ უფლებებთან;


ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად განთავსებულ სარეკლამო ინფორმაციას, SPAM-ს, “პირამიდის” სქემებს, “ბედნიერების წერილებს”;

მასალებს, რომლებიც შეიცავს ნებისმიერი კომპიუტერული ან ტელესაკომუნიკაციო აღჭურვილობის ან პროგრამების დასაზიანებლად, გასანადგურებლად თუ შესაფერხებლად, არასანქცირებული შეღწევისათვის განკუთვნილ კომპიუტერულ კოდებს, აგრეთვე, კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიულ ნომრებს, ლოგინებს, პაროლებსა და სხვა საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტის ფასიანი რესურსებით სარგებლობას.

რაიმე ადგილობრივი, სახელმწიფო ან საერთაშორისო კანონების მიზანმიმართულ თუ შემთხვევით დარღვევას;


სხვა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა შეგროვებასა და შენახვას;

სარეკლამო, კომერციული ან სააგიტაციო ხასიათის ჩანაწერთა შეუთანხმებელ გადაცემას;

ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეკლამას;

ვისამე მისამართით უხეში და შეურაცხყოფელი გამონათქვამებისა და წინადადებების შემცველ ჩანაწერებს;
პორნოგრაფიული ხასიათის მასალების შემცველ ჩანაწერებს;
5.3 მომხმარებელი თანახმაა, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ საიტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ინფორმაციის შინაარსსა და კანონმდებლობასთან მათ შეუსაბამობაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე, სასაქონლო ნიშნების, ფირმების დასახელებებისა და მათი ლოგოტიპების არასანქცირებულ გამოყენებაზე, აგრეთვე, საიტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე. მესამე პირის მხრიდან ინფორმაციის განთავსებასთან გამოთქმული პრეტენზიების შემთხვევაში, მომხმარებელი დამოუკიდებლად, საკუთარი ხარჯით მოაგვარებს აღნიშნულ პრეტენზიებს.

6. მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის გავრცელება სხვა გზით, გარდა Iam.Ge-ს მიერ შემოთავაზებული გავრცელების საშუალებებისა. მომხმარებელს არ აქვს სხვა მომხმარებლის მიერ ატვირთული ტექსტური, ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალის უნებართვოდ გადმოწერისა და საკუთარი არხების საშუალებით მისი ხელახლა გავრცელების უფლება წყაროს მითითების გარეშე.

7. დაუშვებელია Iam.Ge-ზე დარეგისტრირებული სტანდარტული მომხმარებლის, ბრენდირებული ან პრემიუმ სტატუსის მქონე გვერდის გაყიდვა და ისჯება გვერდის გაუქმებით.

8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ბოლო ავტორიზაციის გავლიდან 1 წლის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას Iam.Ge-ზე, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს აღნიშნული მომხმარებლის ანგარიში.

9. მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს წერილობით ადმინისტრაციას, ელ-ფოსტაზე: info@iam.ge, თუკი ტექსტური, ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალის განთავსებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ან მესამე პირთა ქმედებებით დაირღვევა მისი უფლებები და ინტერესები. მსგავსი ინფორმაცია კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნისთანავე იქნება ამოღებული ადმინისტრაციის მიერ.

10. საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერი ცვლილებები შეიტანოს საიტის ფუნქციონირებასა და სამოხმარებლო შეთანხმებაში, რათა ეს უკანასკნელი ახალ ნორმებს მიუსადაგოს.

11. სამომხმარებლო შეთანხმების თაობაზე ყველა შესაძლო დავა გადაიჭრება საქართველოს საკანონმდებლო ნორმების თანახმად.