შენახვა
ანალიზები, რეცეპტები, კვლევები, ეპიკრიზები, ფორმა 100. ატვირთეთ PDF ან უბრალოდ ფოტო. სისტემა თვითონ მიხვდება, რა დოკუმენტია, და პაციენტისა და თარიღის მიხედვით დაალაგებს.
შექმნილია პირველ რიგში პაციენტებისთვის. ატვირთეთ ან გამოგზავნეთ თქვენს @iam.ge მისამართზე ის, რაც კლინიკიდან წამოიღეთ. iam.ge წაიკითხავს, დაალაგებს და დროში გაჩვენებთ.
თუ iam.ge-ს ოდესმე შემოსავალი ექნება, ის მხოლოდ იმ ტრანზაქციებიდან მოვა, რომლებიც თავად პორტალზე შესრულდება.
სამედიცინო დოკუმენტები, ჩვეულებრივ, სამედიცინო დაწესებულების საიტებზე, ელფოსტაში, PDF-ებსა და ქაღალდზეა გაფანტული. სამედიცინო ისტორიის ერთიანად ნახვა ძნელია, ექიმთან მისვლისას კი ყველაფერი ხელით უნდა მოაგროვოთ. iam.ge ყველა დოკუმენტს ერთ ადგილას ინახავს, კითხულობს და დროში გაჩვენებთ.
ანალიზები, რეცეპტები, კვლევები, ეპიკრიზები, ფორმა 100. ატვირთეთ PDF ან უბრალოდ ფოტო. სისტემა თვითონ მიხვდება, რა დოკუმენტია, და პაციენტისა და თარიღის მიხედვით დაალაგებს.
ანალიზის პასუხებიდან მაჩვენებლები ამოიღება და ერთ გრაფიკზე ლაგდება, ასე რომ ხედავთ, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში. სხვადასხვა ლაბორატორიის ერთეულებსაც სისტემა თვითონ გადაიყვანს.
ექიმთან მისვლისას აღარ დაგჭირდებათ საქაღალდის თრევა. გაუგზავნეთ ბმული და ის ნახავს მხოლოდ იმას, რაც თქვენ აირჩიეთ. ბმულს როცა გინდათ, მაშინ გააუქმებთ.
თქვენი მისამართი
გადაგზავნეთ თქვენს პირად @iam.ge მისამართზე ძველი ანალიზები, დასკვნები და სხვა სამედიცინო დოკუმენტები, ან მიუთითეთ ლაბორატორიაში, რომ პასუხი პირდაპირ აქ გამოგზავნონ. დოკუმენტი და მისი მაჩვენებლები რამდენიმე წუთში გამოჩნდება ანალიზების გვერდზე. ერთი და იგივე დოკუმენტი ორჯერ რომ გამოგზავნოთ, მეორედ აღარ დაემატება.
მაგალითად
სახელი@iam.ge
ხელოვნური ინტელექტი
ატვირთულ დოკუმენტს ხელოვნური ინტელექტი ისე კითხულობს, როგორც ადამიანი წაიკითხავდა, და მნიშვნელოვანს ამოკრებს. შედეგი დოკუმენტის გვერდითვე ჩანს, რომ შეამოწმოთ და, თუ რამე შეეშალა, შეასწოროთ.
ანალიზის პასუხია, რეცეპტი, კვლევის დასკვნა თუ ეპიკრიზი. თუ ვერ მიხვდა, ამასაც პირდაპირ გეტყვით.
ვისი დოკუმენტია, როდისაა, რა მაჩვენებლები და ერთეულებია, რა დიაგნოზი და რა წამლებია დანიშნული.
ახალი პასუხი იმავე მაჩვენებლის ძველ შედეგებს მიებმება, ასე რომ ცვლილებას მაშინვე დაინახავთ.
PDF, ფოტო ან სკანი: ატვირთეთ საიტზე ან გამოგზავნეთ თქვენს @iam.ge მისამართზე. ერთიც შეიძლება და ათიც ერთად, თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს.
სისტემა გაჩვენებთ, რა წაიკითხა და ვისი დოკუმენტია. თქვენ მხოლოდ ადასტურებთ.
შეადარეთ ძველ შედეგებს, თუ საჭიროა, ექიმსაც გაუზიარეთ. დანარჩენ დროს უბრალოდ იცოდეთ, რომ აქ დევს.